• October

    13

    2025
  • 53
  • 0
თენგიზ შარმანაშვილი – მივესალმებით ნებისმიერი ევროპული ქვეყნის ლიდერს, რომელიც საქართველოში ჩამოვა ფაქტებზე, და არა აღქმებზე, სასაუბროდ, ფაქტებზე საუბარს არასდროს გავურბივართ

თენგიზ შარმანაშვილი – მივესალმებით ნებისმიერი ევროპული ქვეყნის ლიდერს, რომელიც საქართველოში ჩამოვა ფაქტებზე, და არა აღქმებზე, სასაუბროდ, ფაქტებზე საუბარს არასდროს გავურბივართ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, მისასალმებელი იქნება საქართველოში ნებისმიერი ევროპული ქვეყნის ლიდერის ვიზიტი, რომელიც ისაუბრებს ფაქტებზე და არა აღქმებზე.

შარმანაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ფაქტებზე საუბარს არასდროს გაურბის.

„მივესალმები, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე თუ საქართველოში ჩამოვა. მივესალმებით ნებისმიერ ევრობიუროკრატს, ნებისმიერი ევროპული ქვეყნის ლიდერს, რომლებიც აქ ჩამოვლენ ფაქტებზე, და არა აღქმებზე, სასაუბროდ. დიდი ხანია, ფაქტებზე სასაუბროდ მზად ვართ და ამას არასდროს გავურბივართ. არჩევნები რომ მორჩა და რევოლუციამ ვერ გაიმარჯვა, მეორედ მოსვლა დაიწყო? რა თქმა უნდა, არ დაწყებულა. ცხოვრება გრძელდება და ვისაც უნდა, ჩამოვიდეს. მომავალშიც ჩამოვა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც ჩამოვლენ“, – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, „ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი 13-15 ოქტომბერს აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს ეწვევა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor