• December

    27

    2024
  • 83
  • 0
თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციურმა ცენტრმა საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა

თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციურმა ცენტრმა საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა

თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულმა ცენტრმა საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა.

ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ცენტრის მედპერსონალსა და თანამშრომლებს, აღნიშნული წარმატება მიულოცა.

მინისტრმა ცენტრის რეგიონულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ინფექციური საავადმყოფოს შესაძლებლობები კიდევ უფრო გაფართოვდება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნულია, რომ ინფექციურმა საავადმყოფომ, სამედიცინო პროცესების და პაციენტების უსაფრთხოების გერმანულ სტანდარტებთან შესაბამისობისთვის, KTQ საერთაშორისო აკრედიტაცია და ხარისხის მართვის სერტიფიკატი მიიღო. გერმანულმა აუდიტორებმა, ცენტრში ჩატარებული აუდიტის შედეგად, მაღალი შეფასება მისცეს მაღალტექნოლოგიური აპარატურის და აღჭურვილობის მქონე თანამედროვე ინფრასტრუქტურას, ჰოსპიტლის მენეჯმენტს, პაციენტების და თანამშრომლების უსაფრთხოებას, კლინიკური რისკების და ხარისხის კონტროლის მართვას, ინფორმირებულობას და კომუნიკაციას, აგრეთვე – ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან (ჯანმო, NIH, აშშ CDC და სხვ.) მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობას, ერთობლივი ინოვაციური კვლევითი პროექტების განხორციელებას, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ჯანდაცვით პროგრამებში აქტიურ მონაწილეობას და სხვა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor