
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
თენგო თევზაძე – 12 ნოემბერს დამიბარეს სასამართლოში გამოკითხვაზე, ჩემგან აინტერესებთ, როგორ გაყალბდა არჩევნები
“კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი თენგო თევზაძე არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ თევზაძე სოციალურ ქსელში წერს.
“ხვალ, 12:00-ზე დამიბარეს სასამართლოში გამოკითხვაზე. არჩევნები როგორ გაყალბდა ჩემგან აინტერესებთ, საინტერესოა არჩევნებში რამდენად ერკვევიან.
საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერს ექნება ადეკვატური დასასრული და გამყალბებლები მართლა დაისჯებიან!”, – წერს თენგო თევზაძე “ფეისბუკის” პირად გვერდზე.





