• November

    13

    2025
  • 40
  • 0
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო – სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი გამოძიების შემდეგ გაირკვევა

თურქეთის თავდაცვის სამინისტრო – სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი გამოძიების შემდეგ გაირკვევა

თურქული სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი გამოძიების შემდეგ გაირკვევა. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, ზეკი აქთურქმა განაცხადა.

„ჩვენი „C-130“-ის ტიპის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავი, რომელშიც 20 სამხედრო იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის წევრები, აზერბაიჯანიდან აფრინდა, რათა ჩვენი „F-16“-ების ტექნიკური მომსახურე ეკიპაჟი ჩვენს ქვეყანაში ჩამოეყვანა, აზერბაიჯანის გამარჯვების დღის აღნიშვნის შემდეგ, 11 ნოემბერს აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარზე ჩამოვარდა. ამ ტრაგიკულ ინციდენტს ჩვენი ოცი გმირი თანამებრძოლი შეეწირა. ინციდენტის მიზეზი გამოძიების შემდეგ გაირკვევა“, – აცხადებს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი.

აქთურქმა სამძიმარი გამოუცხადა ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ოჯახებს, თურქეთის შეიარაღებულ ძალებსა და მოსახლეობას.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor