• August

    10

    2024
  • 84
  • 0
თურქეთის საგარეო უწყებამ ღაზას სკოლაზე ისრაელის თავდასხმას კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული უწოდა

თურქეთის საგარეო უწყებამ ღაზას სკოლაზე ისრაელის თავდასხმას კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული უწოდა

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელის მიერ ღაზას ერთ-ერთ სკოლაზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს არის ახალი დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ.

„ისრაელმა კაცობრიობის წინააღმდეგ ახალი დანაშაული ჩაიდინა – ასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ხოცვა-ჟლეტით, რომლებიც თავს აფარებდნენ სკოლას“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

აღინიშნება, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებების ჩაშლა სურს.

შეგახსენებთ, რომ ღაზის სექტორის მედიის ინფორმაციით, ისრაელის მიერ ღაზაში მდებარე ერთ-ერთ სკოლაზე მიტანილი იერიშის შედეგად 100-მდე ადამიანი დაიღუპა, თუმცა ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ეს ციფრი გაზვიადებულია.

მათივე ცნობით, სკოლაში „ჰამასის“ სამეთაურო პუნქტი იყო განლაგებული და ოპერაციას, სულ მცირე, 20 ტერორისტი და დაჯგუფების მაღალჩინოსანი ემსხვერპლა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor