• October

    10

    2023
  • 94
  • 0

იაგო ხვიჩია – ვენეციის კომისიის დასკვნა არ სჭირდებოდა მიხვედრას, რომ „ქართული ოცნება“ სასამართლოში არ გააკეთებდა ისეთი ტიპის ცვლილებას, რომელიც ერთპარტიულ ძალაუფლებას საფრთხეს შეუქმნიდა

ვენეციის კომისიის დასკვნა არ სჭირდებოდა იმის მიხვედრას, რომ „ქართული ოცნება“ სასამართლოში არ გააკეთებდა ისეთი ტიპის ცვლილებას, რომელიც ერთპარტიულ ძალაუფლებას საფრთხეს შეუქმნიდა, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ სასამართლოების კანონში ცვლილებებზე ვენეციის კომისიის მოსაზრებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„„ქართული ოცნება“ ძალოვანი უწყებების მეშვეობით მართავს ქვეყანას, ამიტომ ქვეყნის სამართავად სასამართლოზე სრული კონტროლის არსებობა მათთვის აუცილებელია, ვენეციის კომისიას კი უნდა, რომ ევროპულად მოვიქცეთ. შესაბამისად, მათი და „ქართული ოცნების“ ინტერესები ერთმანეთს ეწინააღმდეგება და ამიტომაც ხედავთ განსხვავებებს პოზიციებში, რიტორიკაში. ძალიან გულუბრყვილო ადამიანს არ ვგავარ, რომ „ქართული ოცნებისგან“ სასამართლოს რეფორმირებას ისე ველოდებოდე, რომ ძალაუფლება თვითონ დაკარგონ, რომლის კონცენტრაციისთვის ყველაფერზე წავიდნენ. მიხეილ სააკაშვილის რეპუტაციაშერყეული მოსამართლეებიც კი დატოვეს სასამართლო სისტემაში, რომ ეს სისტემა არ დაენგრიათ და ახლა ძალიან გულუბრყვილობა იქნება იმაზე ფიქრი, რომ ვენეციის კომისიის დასკვნის გამო რამე შეიცვლება.

ბორელი როცა იყო ჩამოსული, მისთვისაც გასაგები გახდა „ქართული ოცნების“ რეალური არსი, ბუნება და მათი ხასიათი, ის, რომ არანაირ რეალურ ცვლილებას არ აპირებენ. ამიტომ გვითხრეს, ნომინალურად მაინც შეგვესრულებინა რაღაც პუნქტები, რათა სტატუსი მოეცათ და ამის შემდეგ გაგვეგრძელებინა მუშაობა. სტატუსი უნდა მოგვცენ, მიუხედავად იმისა, ახლა ჩვენ რას ვაკეთებთ, მაგრამ საქართველოს მოსახლეობისთვისაც უნდა იყოს ცხადი, რომ სტატუსია ბოლო რამე, რომელსაც ამ ხელისუფლების პირობებში, შესაძლოა, ევროპელები გვაძლევდნენ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor