• October

    19

    2023
  • 85
  • 0
იაგო ხვიჩია : თქვენ ხართ იდიოტები, ქართულო მედია, რომ ახლა სხვა პრიორიტეტები გაქვთ

იაგო ხვიჩია : თქვენ ხართ იდიოტები, ქართულო მედია, რომ ახლა სხვა პრიორიტეტები გაქვთ

თქვენ ხართ იდიოტები, ქართულო მედია, რომ ახლა სხვა პრიორიტეტები გაქვთ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს განიხილავდნენ.

„თქვენთან არ შემოვალ პოლემიკაში. უბრალოდ ქართულ მედიას მინდა, ვუთხრა. იმედია, ეს ვიდეოჩანაწერი გარეთ მოხვდება. თქვენ ხართ იდიოტები, ქართულო მედია, იქიდან გამომდინარე, რომ ახლა სხვა პრიორიტეტები გაქვთ. აქ დაბოდიალობს ათასნაირი ჟურნალისტი, რომლებიც მეკითხებიან სალომე ზურაბიშვილის ვიზიტთან დაკავშირებით“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

„ვისაც არ უნდა ეხებოდეს, არ მოგცემთ შესაძლებლობას, რომ ასე გააგრძელოთ. არც გაგრძელების შესაძლებლობას მოგცემთ, მით უმეტეს, როდესაც კომიტეტის წევრი არ ბრძანდებით. შეურაცხყოფაზე ნუ გადადიხართ, ვისაც არ უნდა ეხებოდეს. ძალიან გთხოვთ, ბოდიში მოიხადეთ“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

„რას ნიშნავს, კომიტეტის წევრი არ ვარ, პარლამენტის წევრი ვარ. თქვენზე ხომ არაფერს ვამბობ. რა ბოდიში, კაცო. თქვენთვის შეურაცხყოფა არ მომიყენებია. ნორმალური თუ ხართ, რა ბოდიში უნდა მოვიხადო. ან თქვენ ვინ ხართ, რომ მე ბოდიშს მახდევინებთ. ვაბშე, ვინ ხართ, რომ ბოდიშს მახდევინებთ. ვის ვაყენებ შეურაცხყოფას. ადამიანი მითხარით, სად ზის აქ, თუ შეურაცხყოფას ვაყენებ. იდიოტიზმია თავისი შინაარსით, რომ თქვენ, რომელიც მედიის თავისუფლებას ზღუდავთ ახლა, ვითომ მედიის გულშემატკივარი ხართ და მე ვებრძვი მათ. ამ იდიტოზმს რომ მედია ვერ ხვდება, რომ თქვენ რასაც ახლა აქ სინამდვილეში აკეთებთ ვითომ კეთილშობილური მიზნებით, ვითომ რაღაც რეკომენდაციით, ვითომ რაღაც სისულელით, მედიის ვერც ერთი წარმომადგენელი ამას ვერ ხვდება, რომ ხვალ მაუწყებლობას გაუთიშავენ, რადგან სიტყვა არ მოეწონათ. ამის თქმის უფლებას თქვენ ამიკრძალავთ თუ არა, რა შინაარსია. იდიოტები ხართ, ამას რომ ვერ ხვდებით, ქართულო მედია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ და კომიტეტის სხდომა დატოვა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor