• December

    11

    2023
  • 99
  • 0
იაგო ხვიჩია – იმ ხალხის ნაწილი, რომელსაც „ნაცები“ არ მოსწონდა და ახლა ოპოზიციაში მიდის, ჩვენთან უნდა მოვიდეს, რადგან ჩვენც ვეძებთ ხალხს

იაგო ხვიჩია – იმ ხალხის ნაწილი, რომელსაც „ნაცები“ არ მოსწონდა და ახლა ოპოზიციაში მიდის, ჩვენთან უნდა მოვიდეს, რადგან ჩვენც ვეძებთ ხალხს

იმ ხალხის ნაწილი, რომელსაც „ნაცები“ არ მოსწონდა და ახლა „ნაცების“ ოპოზიციაში მიდის, ჩვენთან უნდა მოვიდეს, რადგან ჩვენც ვეძებთ ხალხს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადსა.

ხვიჩიას თქმით, ნაწილი სხვადასხვა პარტიაში უნდა გადანაწილდეს.

„მეეჭვება, ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ კონკურენტი იყოს, თუმცა ხმებს დააკარგვინებს ოპოზიციურ „ნაცმოძრაობასაც“ და ოპოზიციასაც. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რამენაირად „ნაცური“ ხმები ერთად მოგროვდეს „ნაცების“ ყულაბაში და ის ხალხი, რომლებსაც „ნაცები“ არ მოსწონდათ და ამ მიზნით მიდიან ახლა „ნაცების“ ოპოზიციაში, ჩემი აზრით, ნაწილი ჩვენთან უნდა მოვიდეს, რადგან ჩვენც ვეძებთ ხალხს. ნაწილი სხვადასხვა პარტიაში უნდა გადანაწილდეს და ნაწილი უკან დაბრუნდეს „ნაცებში“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კითხვაზე, რა რესურსი ექნება ნიკა მელიას პარტიას, ხვიჩიამ აღნიშნა:

„არ მჯერა არცერთი პარტიის წარმატების, რომელსაც ჯერ არ უთქვამს, რა უნდა. შესაბამისად, პროგნოზირება –  წარმატებული იქნება თუ არა, შეუძლებელია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor