• October

    9

    2023
  • 81
  • 0

იაგო ხვიჩია – კაცი დაგვაჭერინეთ და დეპოლარიზაციას მივაღწევთ, ცინიკური ნათქვამია, რადგან საპირისპირო გამოცდილება გვაქვს, „ოცნების“ ეს მოთხოვნა ცალყბაა, მათ აქ არ სჭირდებათ კეზერაშვილი

„ქოცების“ ტვინი ცოტა უკუღმაა მოწყობილი, ჩვენ გვთხოვენ დეპოლარიზაციას და „ქოცები“ გვთხოვენ დაგვაჭერინეთ კიდევ ერთი კაციო, ასეთი დაჭერილი პოლარიზაციის ერთი გამომწვევი ციხეში ზის, მაგრამ ამით დეპოლარიზაცია არ გამოვიდა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„კაცი დაგვაჭერინეთ და ჩვენ დეპოლარიზაციას მივაღწევთ, ცინიკური ნათქვამია, რადგან საპირისპირო გამოცდილება გვაქვს. რომ ეთქვათ დეოლიგარქიზაციას მივაღწევთ და ერთით ნაკლები ოლიგარქი გვეყოლებაო, ხუმრობად მაინც ჩავთვლიდი, მაგრამ დეპოლარიზაციასთან კაცის დაჭერა არაფერ შუაში არ არის. სააკაშვილი არის პერსონა, რომელიც პოლარიზაციას აფრქვევს და რაც უფრო ახლოს არის შენთან, მით უფრო მეტად აფრქვევს. ადრე შორს იყო, უკრაინაში, იქიდანაც აფრქვევდა, „ვივამედში“ ჩავსვით და იქიდან ხომ მით უმეტეს. თუ მას გვერდზე მივუსვამთ კეზერაშვილს, ყველასთვის ცხადია პოლარიზაცია ამით არ დაიკლებს. „ქართული ოცნების“ ეს მოთხოვნა ცალყბაა რაღაც თვალსაზრისით. მათ აქ საერთოდ არ სჭირდებათ კეზერაშვილი, რომელსაც შეუძლია, ბევრი რამე ილაპარაკოს, მათ შორის ის, თუ როგორ თანამშრომლობდა ქოლცენტრების საქმეზე “ქართულ ოცნებასთან“, – განაცხადა ხვიჩიამ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor