• November

    29

    2023
  • 48
  • 0
იაგო ხვიჩია – ოპოზიციას ბოიკოტი ერთხელ უკვე გამოადგა, ასეთ დროს ნაკლები სამუშაო აქვთ, სამუშაო პროცესში თუ არ ჩაერთვებიან, „ქოცებს“ ექნებათ საშუალება, იძახონ, რომ ოპოზიცია დესტრუქციულია

იაგო ხვიჩია – ოპოზიციას ბოიკოტი ერთხელ უკვე გამოადგა, ასეთ დროს ნაკლები სამუშაო აქვთ, სამუშაო პროცესში თუ არ ჩაერთვებიან, „ქოცებს“ ექნებათ საშუალება, იძახონ, რომ ოპოზიცია დესტრუქციულია

რეკომენდაციებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი თუ იქნება, ვიქნებით ჩართული, მაგრამ თუ სხვა ჯგუფი იქნება, იქაც შევივლი და ჩვენს ამომრჩეველს ვეტყვით, რა ხდება ჯგუფში, რომელსაც მოფერებით „სამუშაოს“ ეძახიან, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„ჩვენ ამ შენობაში ყველა ოთახში დავდივართ, რაც არ უნდა შეხვედრა იყოს და აქაც შევივლით. როგორ გითხრათ, სამუშაო ჯგუფში ჩავერთვები-მეთქი, როცა არ ვიცით, სამუშაო ჯგუფი ჰქვია თუ არა იმას, რაც უნდა გაკეთდეს. რასაკვირველია, თუ სამუშაო ჯგუფი იქნება, ვიქნებით ჩართული, მაგრამ თუ სხვა ჯგუფი იქნება, იქაც შევივლი და ჩვენს ამომრჩეველს ვეტყვით, რა ხდება იმ ჯგუფში, რომელსაც მოფერებით „სამუშაოს“ ეძახიან. რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, როგორც ვიცი, ოპოზიციას და „ნაცმოძრაობას“ ბოიკოტი ერთხელ უკვე გამოადგა და თუ რაღაც გადგება, ხშირად უნდა გაიმეორო. მგონი, ასეთ ნარატივში არიან. ბოიკოტიც გამოადგათ, რაში? ნაკლები სამუშაო აქვთ. ბოიკოტში როცა არიან, ნაკლები სამუშაო აქვთ. თუ სამუშაო პროცესში არ ჩაერთვებიან, „ქოცებს“ ექნებათ საშუალება, იძახონ, რომ ოპოზიცია დესტრუქციულია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor