• December

    20

    2023
  • 116
  • 0
იაგო ხვიჩია – NDI-ს კვლევები მართლა გადასახევია, მაგრამ ასეთი სხვა კვლევებიც გვინახავს, ის რატომ მოსწონდათ და ახლა არ მოსწონთ? როგორც ჩანს, ვაშაძეს ახლა გაუნათდა გონება

იაგო ხვიჩია – NDI-ს კვლევები მართლა გადასახევია, მაგრამ ასეთი სხვა კვლევებიც გვინახავს, ის რატომ მოსწონდათ და ახლა არ მოსწონთ? როგორც ჩანს, ვაშაძეს ახლა გაუნათდა გონება

NDI-ს პოლიტიკურ ნაწილში კვლევები მართლა გადასახევია, თავად წერენ, რომ ორი ათასი ადამიანი გამოჰკითხეს, მაგრამ ასეთი სხვა კვლევებიც გვინახავს, ის რატომ მოსწონდათ და ახლა არ მოსწონთ. ამაზე დამაჯერებელი პასუხი არ მაქვს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას კითხვა დაუსვეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის იმ განცხადებაზე, სადაც ვაშაძე ამბობს: „NDI-ის ბოლო კვლევა საერთოდ გადავხიოთ და გადავაგდოთ, რადგან პოლიტიკურ ნაწილში ეს არის სისულელე“.

„ზოგადად, NDI-ს პოლიტიკურ ნაწილში კვლევები მართლა გადასახევია. თავად წერენ, რომ ორი ათასი ადამიანი გამოჰკითხეს, სადაც 72-მა პროცენტმა არც ერთ კითხვას არ უპასუხა, 28 პროცენტის 65-მა პროცენტმა კი, პოლიტიკურ სიმპათიებზე კითხვას არ უპასუხა. წარმოიდგინეთ, ორი ათასი ადამიანიდან 250 კაცამდე ჩამოვედით. როგორ შეიძლება, ამ კვლევას რაიმე შინაარსი ჰქონდეს და გადასახევი არ იყოს, მაგრამ ასეთი სხვა კვლევებიც გვინახავს და ის რატომ მოსწონდათ და ახლა რატომ არ მოსწონთ, ამაზე არ მაქვს დამაჯერებელი პასუხი. როგორც ჩანს, ვაშაძეს ახლა გაუნათდა გონება. ვიდრე ცოცხალი ხარ, სულ არის შანსი, გონება გაგინათდეს. აქამდე სხვანაირად უყურებდა. შეიძლება ის რეიტინგი არც აწყობდა, მაგრამ ახლა პოზიცია შეეცვალა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor