• September

    5

    2023
  • 75
  • 0
იაპონია კურილის კუნძულების გარშემო შექმნილ ვითარებაში რუსეთს ადანაშაულებს

იაპონია კურილის კუნძულების გარშემო შექმნილ ვითარებაში რუსეთს ადანაშაულებს

იაპონია კურილის კუნძულების გარშემო შექმნილ ვითარებაში რუსეთს ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალური მდივნის, ჰიროკაძუ მაცუნოს განცხადებით, რუსეთი ცდილობს, რომ კურილის კუნძულებთან ჰუმანიტარული გაცვლების შეჩერებაზე პასუხისმგებლობა იაპონიის მთავრობაზე გადაიტანოს.

„ეს სიტუაცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგად შეიქმნა და რუსული მხარის მცდელობები პასუხისმგებლობა იაპონიაზე გადაიტანოს, უაღრესად უსაფუძვლო და აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს განაახლოს აღნიშნული პროექტები“, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინაში შექმნილი ვითარების საპასუხოდ იაპონიის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო, ოფიციალურ ტოკიოსთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადების საკითხზე მოლაპარაკებებს წყვეტს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor