
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
იემენელი „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს, ისრაელის სამხედროების ცნობით, რაკეტები წარმატებით განეიტრალდა
იემენელი „ჰუსიტების“ განცხადებით,, ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს, რომელსაც კასეტური ბომბის ქობინი ჰქონდა დამაგრებული.
„ჰუსიტები“ ასევე აცხადებენ, რომ ისრაელის ქალაქ თელ-ავივში რამდენიმე სამიზნე დაიბომბა.
ისრაელის სამხედროების ცნობით, რაკეტები წარმატებით განეიტრალდა. დაშავებულების ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა თავდასხმის გამო განგაშის სიგნალები, დაახლოებით, დილის 03:45 საათზე თელ-ავივსა და ცენტრალური ისრაელის მრავალ ქალაქსა და დასახლებაში ჩაირთო.





