• October

    19

    2023
  • 108
  • 0
იერუსალიმის ეკლესიების წინამძღოლებმა ღაზის სექტორში, ალ-აჰლის საავადმყოფოს დაბომბვას კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული უწოდეს

იერუსალიმის ეკლესიების წინამძღოლებმა ღაზის სექტორში, ალ-აჰლის საავადმყოფოს დაბომბვას კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული უწოდეს

იერუსალიმის ეკლესიების წინამძღოლებმა ღაზის სექტორში, ალ-აჰლის საავადმყოფოს დაბომბვას კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული უწოდეს.

ანგლიკანური ეკლესიის არქიეპისკოპოსი ჰოსამ ნაუმი, ვინც ხელმძღვანელობდა იერუსალიმის საეპისკოპოსო ეპარქიას, რომელიც მართავს ღაზის ალ-აჰლი ალ-არაბის საავადმყოფოს, აცხადებს, რომ საავადმყოფო და ეკლესიები რეგიონში დარჩება ღია ხალხისთვის თავშესაფრის საძიებლად.

ჰოსამ ნაუმმა ასევე თქვა, რომ საავადმყოფომ ისრაელისგან მიიღო სამი შეტყობინება ევაკუაციის შესახებ, აფეთქებამდე, თუმცა არ დაუკონკრეტებია, იყო თუ არა ეს გაფრთხილებები პირდაპირ კავშირში აფეთქებასთან.

პალესტინის ლიდერების მტკიცებით, ალ-აჰლის საავადმყოფოს დაბომბვას 471 ადამიანი ემსვერპლა. პალესტინელები ამბობენ, რომ საავადმყოფო ისრაელმა დაბომბა, თუმცა ისრაელის ხელისუფლება ბრალდებას უარყოფს და ამტკიცებს, რომ საავადმყოფოს ტერიტორიაზე „ისლამური ჯიჰადის“ რაკეტა ჩავარდა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor