• February

    24

    2026
  • 62
  • 0
ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სოფელ ხოვლეში სახლ-მუზეუმის აღდგენა მიმდინარეობს

ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სოფელ ხოვლეში სახლ-მუზეუმის აღდგენა მიმდინარეობს

კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

სახლ-მუზეუმის სრულ რეაბილიტაციას, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.

ამჟამად მიმდინარეობს ვიზიტორთა ცენტრის რკინაბეტონის ლენტური საძირკვლის მოწყობა და სახლ-მუზეუმის ეზოში განთავსებული ორი დამხმარე ნაგებობისთვის საძირკვლის გრუნტის მოტკეპნის, არმირების, საყალიბე სისტემების მოწყობისა და ბეტონის ჩასხმის სამუშაოები. სახლ-მუზეუმის შიდა სივრცეში იატაკიდან და კედლებიდან მოიხსნა ძველი ნალესობა და კირდუღაბის ხსნარით აღდგა ქვისა და აგურის წყობა.

XX საუკუნეში განხორციელებული არაერთი რეკონსტრუქციის მიუხედავად, სახლ-მუზეუმში ამ მასშტაბის რეაბილიტაცია აქამდე არ ჩატარებულა.

რეაბილიტაციის შედეგად სრულად რესტავრირდება შენობის ფასადი და შიდა სივრცე; მოეწყობა ახალი სახურავი; რეკონსტრუქცია ჩაუტარდება აღმოსავლეთის ავარიულ კედელს; აღდგება მარანი და მოეწყობა ვიზიტორთა მომსახურების ცენტრი. სახლ-მუზეუმის ტერიტორია სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის.

„სასიხარულოა, რომ ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით ხოვლეში მისი სახლ-მუზეუმის აღდგენა მიმდინარეობს. ამ გადაწყვეტილებით გამოვხატავთ მადლიერებას დიდი მეცნიერის წინაშე, მომავალ თაობებს კი მდიდარ მემკვიდრეობას ვუნარჩუნებთ. ამავე დროს, სახლ-მუზეუმის აღდგენა ხელს შეუწყობს რეგიონში ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას“, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.

მინისტრთან ერთად, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს: სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლის მხარეში, სიმონ გულედანმა, კასპის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ მაისურაძემ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, თეა ონიანმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor