• February

    16

    2026
  • 59
  • 0
ივეტ კუპერი – მხოლოდ რუსეთის ხელისუფლებას ჰქონდა მეთოდები, მოტივი და შესაძლებლობა, დაპატიმრებული ოპონენტის წინააღმდეგ იშვიათი შხამი გამოეყენებინა, გვსურს, ამაზე ქმედებები ვიხილოთ

ივეტ კუპერი – მხოლოდ რუსეთის ხელისუფლებას ჰქონდა მეთოდები, მოტივი და შესაძლებლობა, დაპატიმრებული ოპონენტის წინააღმდეგ იშვიათი შხამი გამოეყენებინა, გვსურს, ამაზე ქმედებები ვიხილოთ

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი ივეტ კუპერი აცხადებს, რომ რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოწამვლა საერთაშორისო წესების „აშკარა დარღვევაა“. ის რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებას მოითხოვს.

როგორც ივეტ კუპერმა აღნიშნა, მხოლოდ რუსეთის ხელისუფლებას ჰქონდა „მეთოდები, მოტივი და შესაძლებლობა“, რომ დაპატიმრებული ოპონენტის წინააღმდეგ „იშვიათი შხამი“ გამოეყენებინა.

„ევროპელი მინისტრების ჯგუფმა ამის შესახებ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას (OPCW) აცნობა, რათა გამოძიება დაიწყონ, ვინაიდან ჩვენ ამას ქიმიური იარაღის შესახებ საერთაშორისო წესებისა და კონვენციის აშკარა დარღვევად მივიჩნევთ. ამიტომ გვსურს, ქმედებები ვიხილოთ და მათ გარკვეული პასუხისმგებლობა დაეკისროთ“, – განაცხადა ივეტ კუპერმა.

ამასთან, კუპერის თქმით, ეს ქმედებები, შესაძლოა, მოიცავდეს, „მათ შორის, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას“.

ცნობისთვის, 14 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა, შვედეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და ნიდერლანდებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ალექსეი ნავალნი რუსეთის კოლონიაში ეპიბატიდინით, ხის ბაყაყის შხამით მოწამლეს. მათივე ცნობით, ამ დასკვნამდე დამოუკიდებლად მივიდნენ მკვლევრები, რომლებმაც ნავალნის ბიომასალების ნიმუშები შეისწავლეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ხუთი ქვეყნის განცხადება „საინფორმაციო კამპანიად“ შეაფასეს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor