• September

    29

    2024
  • 51
  • 0
ილია დარჩიაშვილი გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის პრეზიდენტს, ფილემონ იანგს შეხვდა

ილია დარჩიაშვილი გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის პრეზიდენტს, ფილემონ იანგს შეხვდა

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის პრეზიდენტთან, ფილემონ იანგთან.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორგანიზაციის ფარგლებში საქართველოსთან არსებული წარმატებული თანამშრომლობა.

„კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს მხარდაჭერა ორგანიზაციის პრიორიტეტების იმპლემენტაციის პროცესში, რაც გაეროს ქარტიის ღირებულებების და პრინციპების დაცვას, მშვიდობის უზრუნველყოფას, კეთილდღეობას და მდგრად განვითარებას გულისხმობს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე. ილია დარჩიაშვილმა გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ხაზი გაესვა გენერალურ ასამბლეაზე დევნილთა შესახებ საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გარემო. აღინიშნა გრძელვადიანი მშვიდობისა და კეთილდღეობის აუცილებლობა.

მინისტრმა წარმატება უსურვა გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს მის საქმიანობაში და საქართველოში მოიწვია“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor