• October

    12

    2023
  • 85
  • 0
ილია დარჩიაშვილი – დარწმუნებული ვარ, საქართველოში ჩამოსული აშშ-ის ახალი ელჩი ღირებულ წვლილს შეიტანს იმაში, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა

ილია დარჩიაშვილი – დარწმუნებული ვარ, საქართველოში ჩამოსული აშშ-ის ახალი ელჩი ღირებულ წვლილს შეიტანს იმაში, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა

მოლოდინი გვაქვს, რომ აშშ-ის ახალი ელჩი ღირებულ როლს შეასრულებს, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს, კიდევ უფრო დაახლოვდეს ამერიკულ-ქართული ურთიერთობები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩის ჩამოსვლასთან დაკავშირებით განუცხადა.

„საქართველოში ჩამობრძანებული ამერიკის ახალი ელჩი, დარწმუნებული ვარ, შეიტანს თავის ძალიან ღირებულ წვლილს იმაში, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა. ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი ღირებული და უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია. გვაქვს მოლოდინი, რომ ქალბატონი ელჩი შეასრულებს თავის ძალიან ღირებულ როლს, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდეს, კიდევ უფრო დაახლოვდეს ამერიკულ-ქართული ურთიერთობები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მასთან ერთად ვიმუშაოთ ძალიან მჭიდროდ, ახლოს და ეს ურთიერთობები ავიყვანოთ კიდევ უფრო ახალ ხარისხში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის ახალი ელჩი რობინ დანიგენი საქართველოში დღეს ჩამოვიდა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor