• November

    30

    2023
  • 113
  • 0

ილია დარჩიაშვილი – ეუთო-ს მინისტერიალი უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა, ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის გამოწვევებზე, სწორედ ამ შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოსაყენებლად ვიმყოფებით სკოპიეში

ეუთო-ს მინისტერიალი უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა. საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებში ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას განსაკუთრებული როლი აქვს, შესაბამისად, ჩვენი აქ ყოფნა მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

დარჩიაშვილს კითხვა დაუსვეს ეუთო-ს მინისტერიალში მონაწილეობაზე და ოპონენტების კრიტიკაზე, რატომ არ არის ბოიკოტის რეჟიმში საქართველო ლიტვის, ლატვიის, ესტონეთისა და უკრაინის მსგავსად.

„ზოგადად, ეუთო-ს მინისტერიალი არის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება. ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი უმნიშვნელოვანესი თანამშრომლობა. საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებში ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას განსაკუთრებული როლი აქვს, შესაბამისად, ჩვენი აქ ყოფნა მნიშვნელოვანია. ასევე, არის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა, ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის გამოწვევებზე და აქ სწორედ ამ პლატფორმის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოსაყენებლად ვიმყოფებით. აქ არიან ორგანიზაციის წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და ეს არის პლატფორმა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ გამოწვევებზე სასაუბროდ, რომელიც ქვეყანას აქვს. შესაბამისად, ჩვენი მთავარი მოტივაციაა, ჩვენი პარტნიორების მეტი მობილიზება მოვახდინოთ და ვისაუბროთ გამოწვევებზე, რომლებიც არის რეგიონში და რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

შეგახსენებთ, ჩრდილოეთ მაკედონიაში ეუთო-ს ორდღიანი მინისტერიალი დღეს დაიწყო. სხდომაში მონაწილეობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც. ლავროვის მონაწილეობის გამო, ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ბოიკოტი გამოუცხადეს ბალტიის ქვეყნებმა, პოლონეთმა და უკრაინამ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor