• September

    21

    2023
  • 112
  • 0
ილია დარჩიაშვილი :პრემიერის ჯეიკ სალივანთან შეხვედრაზე განიხილეს საკითხი, რომელიც შეეხებოდა ჩვენს თანამშრომლობასა და სტრატეგიულ ურთიერთობებს

ილია დარჩიაშვილი :პრემიერის ჯეიკ სალივანთან შეხვედრაზე განიხილეს საკითხი, რომელიც შეეხებოდა ჩვენს თანამშრომლობასა და სტრატეგიულ ურთიერთობებს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველთან,  ჯეიკ სალივანთან შეხვედრაზე საკითხი, რომელიც იქნა განხილული ორმხრივ ფორმატში, შეეხებოდა ჩვენს თანამშრომლობას, პარტნიორობას და იმ სტრატეგიულ ურთიერთობებს, რომლებიც ჩვენ გვაკავშირებს ბოლო 30 წლის განმავლობაში, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა აშშ-ში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიზიტით იმყოფება.

მისი თქმით, ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ საქართველო ელოდება, როდის ჩაბრძანდება აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში.

„საკითხი, რომელიც იქნა განხილული ორმხრივ ფორმატში, შეეხებოდა ჩვენს თანამშრომლობას, პარტნიორობას და იმ სტრატეგიულ ურთიერთობებს, რომლებიც ჩვენ გვაკავშირებს ბოლო 30 წლის განმავლობაში. ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ საქართველო ელოდება, როდის ჩაბრძანდება აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში, რომელიც, რა თქმა უნდა, მოიტანს ახალ მუხტს იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს და გაღრმავდეს ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა. შეხვედრაზე, ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ იყო აქცენტი ზოგადად უსაფრთხოების საკითხებზე ჩვენს რეგიონში, რეგიონს მიღმა, რეგიონში მიმდინარე ომის შესახებ და, რა თქმა უნდა, ეს საკითხი, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებას, იყო განხილვის ერთ-ერთი საგანი. ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთ მაღალ დონეზე ხდება კომუნიკაცია ორ ქვეყანას შორის“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor