• February

    3

    2025
  • 81
  • 0
ილონ მასკი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი USAID-ის დახურვას დათანხმდა

ილონ მასკი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი USAID-ის დახურვას დათანხმდა

აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ილონ მასკის განცხადებით, ესაუბრა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელიც „დაეთანხმა“ მას, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) უნდა დაიხუროს.

„ფორბსის“ ცნობით, მასკმა ეს განცხადება გააკეთა „იქსის“ პირდაპირ ეთერში დისკუსიისას, რომელიც მიზნად ისახავდა სამთავრობო ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) საქმიანობის განხილვას.

ილონ მასკმა აღნიშნა, რომ რამდენჯერმე გადაამოწმა ტრმპთან ეს ინფორმაცია და ჰკითხა: „დარწმუნებული ხართ?“ ხოლო ტრამპმა უპასუხა: დიახ. „ასე რომ, ვხურავთ“.

მასკის განცხადებით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქმიანობა „პოლიტიკურად მიკერძოებული იყო“.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონლად ტრამპმა USAID-ის ხელმძღვანელობას „რადიკალი შეშლილების ჯგუფი“ უწოდა.

რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯონი ერნსტმა, რომელიც ასევე მონაწილეობდა „იქსზე“ გამართულ განხილვაში, განაცხადა, რომ თუ არსებობს „ნამდვილად კარგი პროამერიკული პროგრამები“, რომლებიც USAID-ის კომპეტენციაში შედის, ისინი უნდა გადავიდეს სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში და „უნდა იყოს უზრუნველვყოფილი სათანადო ზედამხედველობა“.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor