• January

    17

    2025
  • 97
  • 0
ილჰამ ალიევი – აზერბაიჯანი და საქართველო იქნებიან ის კავშირი, ხიდი, რომელიც დამყარდება ევროპასა და აზიას შორის

ილჰამ ალიევი – აზერბაიჯანი და საქართველო იქნებიან ის კავშირი, ხიდი, რომელიც დამყარდება ევროპასა და აზიას შორის

ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ შუა დერეფნის პროექტზე, აზერბაიჯანი და საქართველო იქნებიან ის კავშირი, ხიდი, რომელიც დამყარდება ევროპასა და აზიას შორის, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ალიევის თქმით, „ქართული ოცნების“ წარმატება უზრუნველყოფს იმ ფაქტს, რომ სამხრეთ კავკასიაში იქნება სტაბილურობა.

„პირისპირ შეხვედრაზე ვისაუბრეთ დაკავშირებადობაზე და შუა დერეფნის პროექტზე. ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ თანამშრომლობენ და პარტნიორები არიან. ჩვენი ჩართულობა რეგულარულია და შესაბამისი უწყებები კოორდინირებულად მუშაობენ ამ მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი წარმატებული იქნება. ბუნებრივია, ამ პროექტში მჭიდრო კავშირები უნდა შევინარჩუნოთ სხვა ქვეყნებთან სამეზობლოში, ეს მოიცავს ფართო გეოგრაფიას. ბუნებრივია, აზერბაიჯანი და საქართველო იქნებიან ის კავშირი, ხიდი, რომელიც დამყარდება ევროპასა და აზიას შორის.

ჩვენ წარმატებულად ვახორციელებთ ამას და ვიცი, რომ ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა ფართოვდება საქართველოშიც, ისევე როგორც აზერბაიჯანში. განსაკუთრებით ეს შეეხება გაციფროვნებას, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაციფროვნებას. ამდენად, ეს ძალისხმევა პარალელურად მიმდინარეობს ორივე ქვეყანაში და იმ ერების საკეთილდღეოდ, რომელსაც წარმოვადგენთ. ჩვენ ვართ უცილობელი პარტნიორები და ძალიან ფასეული სერვისები შეგვიძლია შევთავაზოთ სხვებსაც. ჩვენ ბევრი რამის მიღწევა მოვახერხეთ, დეტალებში არ შევალ, მაგრამ ამას გაფართოებულ ფორმატში განვიხილავთ. თქვენი პარტიის წარმატება უზრუნველყოფს იმ ფაქტს, რომ სამხრეთ კავკასიაში იქნება სტაბილურობა, თქვენი ძმობის, მეგობრობის რანგში გვახარებს თქვენი წარმატება. გისურვებთ წარმატებებს მომავალშიც“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor