• August

    6

    2024
  • 98
  • 0
ილჰამ ალიევი სერგეი შოიგუსთან შეხვედრისას აცხადებს, რომ რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები ზოგიერთი მეზობელი სახელმწიფოსთვის სამაგალითოა

ილჰამ ალიევი სერგეი შოიგუსთან შეხვედრისას აცხადებს, რომ რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები ზოგიერთი მეზობელი სახელმწიფოსთვის სამაგალითოა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი სერგეი შოიგუ მიიღო და განაცხადა, რომ რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები ზოგიერთი მეზობელი სახელმწიფოსთვის სამაგალითოა.

სერგეი შოიგუ, რომელიც ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას იკავებს, აზერბაიჯანში ირანიდან ჩავიდა. ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთი მხარს უჭერს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზაციას.

როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, ალიევისა და შოუგუს შეხვედრაზე ასევე განიხილებოდა ე.წ. „3+3“ -ის ფორმატში თანამშრომლობის პერსპექტივები.

ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები როგორც სამხრეთ კავკასიაში, ისე უფრო ფართო სივრცის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor