• April

    2

    2026
  • 26
  • 0
ილჰამ ალიევი – სომხეთის გავლით აზერბაიჯანისა და თურქეთის დამაკავშირებელ დერეფანში გზატკეცილის დაახლოებით 90 პროცენტი და რკინიგზის დაახლოებით 70 პროცენტი მზად არის

ილჰამ ალიევი – სომხეთის გავლით აზერბაიჯანისა და თურქეთის დამაკავშირებელ დერეფანში გზატკეცილის დაახლოებით 90 პროცენტი და რკინიგზის დაახლოებით 70 პროცენტი მზად არის

სომხეთის გავლით აზერბაიჯანისა და თურქეთის დამაკავშირებელ დერეფანში გზატკეცილის დაახლოებით 90 პროცენტი და რკინიგზის დაახლოებით 70 პროცენტი მზად არის, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ეს პროექტი უახლოეს მომავალში სრულად იქნება დასრულებული.

ალიევი ასევე მიესალმა ყარსი-ნახიჩევანის სარკინიგზო ხაზის მშენებლობის დაწყებას თურქეთში და აღნიშნა, რომ ამ პროექტების კოორდინაცია და განხორციელება ახალ მნიშვნელოვან საერთაშორისო დერეფანს გახსნის.

„ეს იქნება შუა დერეფნის განშტოება. ჩვენ მიერ მშენებარე რკინიგზის ინფრასტრუქტურა პირველ ეტაპზე 15 მილიონი ტონა ტვირთის გადასაზიდად არის გათვლილი. თუმცა ეს მაჩვენებელი, შესაძლოა, სავარაუდოდ, მომავალშიც გაიზარდოს. ნებისმიერ შემთხვევაში, 15 მილიონი ტონა ტვირთის ახალი დერეფნის გახსნას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ასევე ფართო გეოგრაფიისთვის. ჩვენ აქ კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ძალიან სერიოზულ და პასუხისმგებლიან პოზიციას – როგორც საკუთარ ინტერესებს ვიცავთ, ასევე მსოფლიოს ახალ სატრანსპორტო მარშრუტებს ვთავაზობთ”, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor