• August

    16

    2025
  • 156
  • 0
იმერეთში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია სამი პირი

იმერეთში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია სამი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ზესტაფონისა და ჭიათურის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამი პირი – წარსულში ნასამართლევი, 1966 წელს დაბადებული გ.თ., ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1981 წელს დაბადებული ჯ.ხ. და 1973 წელს დაბადებული მ.ხ. დააკავეს.

დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად დაკავებულების მიერ დათესილი და კულტივირებული 230 ძირი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor