• December

    7

    2024
  • 61
  • 0
ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ გუშინდელი აქციიდან კლინიკაში სამი პაციენტი გადაიყვანეს, რომელთაგან ორი ბინაზე გაეწერა, ერთი კი მკურნალობას დაწესებულებაში აგრძელებს

ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ გუშინდელი აქციიდან კლინიკაში სამი პაციენტი გადაიყვანეს, რომელთაგან ორი ბინაზე გაეწერა, ერთი კი მკურნალობას დაწესებულებაში აგრძელებს

ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ კლინიკაში აქციის მიმდინარეობისას დაშავებული სამი ადამიანი გადაიყვანეს. ორ მათგანს ჰოსპიტალიზება არ დასჭირდა. ექიმის განცხადებით, ერთ-ერთ დაშავებულს მხრის ძვლის ამოვარდა ჰქონდა, მეორეს სასუნთქი ორგანოების დაზიანება აღენიშნებოდა. კლინიკაში მხოლოდ ერთი დაშავებული დატოვეს, რომელსაც ტვინის შერყევა აქვს.

„კლინიკაში სამი პაციენტი იქნა შემოყვანილი. აქედან ორი ამბულატორიული მეთვალყურეობით გაეწერა ბინაზე, ერთი პაციენტი თავის ტვინის შერყევით მოთავსდა ნეიროქირურგიულ დეპარტამენტში. ერთთან იყო მხრის ამოვარდნილობა, რომელიც ჩასწორდა ტრავმატოლოგების მიერ. მეორე პაციენტთან იყო ინტოქსიკაცია, რომელიც, მისივე თქმით, წიწაკის სპრეის ჩასუნთქვის შედეგად მიიღო“, – განაცხადა ინგოროყვას კლინიკის ემერჯენსი განყოფილების ხელმძღვანელმა, ნანა დალაქიშვილმა.

ცნობისთვის, ამ დრომდე მკურნალობას განაგრძობს 21 წლის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც რამდენიმე დღის წინ აქციაზე დაშავდა. მას თვალის მთლიანობა შენარჩუნებული აქვს და რეანიმაციაში რჩება. ბიჭის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor