• December

    10

    2024
  • 74
  • 0
ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ 21 წლის ალექსანდრე თირქია მოხსნილია ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან, თუმცა პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა და მძიმე რჩება

ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ 21 წლის ალექსანდრე თირქია მოხსნილია ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან, თუმცა პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა და მძიმე რჩება

ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ 21 წლის ალექსანდრე თირქია მოხსნილია ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან, თუმცა პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა და მძიმე რჩება.

ინგოროყვას კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭეილიძის თქმით, მხედველობის ფუნქცია მას შემდეგ შემოწმდება, როცა პაციენტი გამოიღვიძებს.

„სამკურნალო ძილიდან გამოსვლის პროცედურა უკვე დაწყებულია. მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს ამ მიმართულებით და ამ წინსვლის შემადგენელი ერთ-ერთ ნაწილია პაციენტის მოხსნა ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან. ძილიდან გამოსვლის ეტაპი წარმატებით მიდის. უკვე მოხერხდა მასთან გარკვეული ტიპის კონტაქტის დამყარება, ასრულებს მარტივ მითითებებს, ეს ამ ეტაპისთვის ითვლება საკმაოდ დიდ მიღწევად. თუმცა პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ საყურადღებოა და მძიმე რჩება. ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ მოხდეს მოსალოდნელი გართულებების პრევენცია, რაც ასეთი ტიპის ტრავმას და პოსტოპერაციულ პერიოდს ახასიათებს.

ამ ეტაპზე მხედველობაზე არ არის საუბარი, თუ სიმძიმის მიხედვით დავალაგებთ მიღებულ ტრავმებს, აქ არის, პირველ რიგში, საუბარი თავის ტვინის თხემზე ჩატარებული პოსტოპერაციული პერიოდი, ძვლების იმპრესიული მოტეხილობა იყო – შუბლის ძვლების, შუბლის წილის გარკვეული ტიპის დაზიანებით. ასეთ შემთხვევაში თავის ტვინზე უფრო გახლავთ საუბარი, ვიდრე თვალზე. თვალის მთლიანობა დარღვეული არ იყო, თუმცა ამაზე უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით მას შემდეგ, რაც ჩატარდება კიდევ ერთხელ ცნობილი ოფთალმოლოგების კონსულტაცია და კიდევ ერთხელ შეფასდება თვალის მდგომარეობა. მოგეხსენებათ, ძილის დროს შეუძლებელია ამის გაკეთება, უბრალოდ, ფიზიკურად შეიძლება გაისინჯოს, მხედველობის ფუნქცია შენახულია თუ არა. ბუნებრივია, ეს იქნება მას შემდეგ, რაც პაციენტი გამოიღვიძებს და თავის შეგრძნებებს თვითონ გადმოგვცემს“, – განაცხადა ჭელიძემ.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor