• June

    28

    2024
  • 90
  • 0
ინდოეთში, ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად, ნიუ დელის აეროპორტში სახურავი ჩამოინგრა, დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი

ინდოეთში, ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად, ნიუ დელის აეროპორტში სახურავი ჩამოინგრა, დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი

ინდოეთში, ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად, ნიუ დელის აეროპორტში სახურავი ჩამოინგრა, დაღუპულია სულ მცირე ერთი ადამიანი, გაუქმებულია ფრენები, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, შემთხვევა ადგილობრივი დროით 05:00 საათზე მოხდა.

ნიუ დელის სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ამ დროისთვის სამაშველო ოპერაცია დასრულებულია, რვა დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ინდოეთის ავიაციის მინისტრმა, კინჯარაჰუ რამმონ ნაიდუმ განაცხადა, რომ აეროპორტიდან ხალხი ევაკუირებულია. გაუქმდა სულ მცირე ათი ფრენა და გადაიდო 40 ავიარეისი.

ამასთან, ძლიერი წვიმის შედეგად, ნიუ დელიში დაიტბორა რამდენიმე მეტროსადგური, დედაქალაქის რამდენიმე რაიონს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

როგორც „როიტერი“ წერს, ინდოეთის ყველაზე დასახლებულ შტატში, უტარ პრადეშში, ბოლო 48 საათის განმავლობაში წვიმისა და წყალდიდობის შედეგად გამოწვეული სხვადასხვა ინციდენტის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის შვიდი ადამიანი ელვის დარტყმის შედეგად დაიღუპა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor