• March

    23

    2024
  • 81
  • 0
ინტერპოლი მზად არის, რუსეთის ხელისუფლებას „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმის გამოძიებაში დაეხმაროს

ინტერპოლი მზად არის, რუსეთის ხელისუფლებას „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმის გამოძიებაში დაეხმაროს

კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია მზად არის, რუსეთის ხელისუფლებას მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმის გამოძიებაში დაეხმაროს. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერპოლის გენერალური მდივანი ირგენ შტოკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„მკაცრად ვგმობ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმას, რომელიც იყო საშინელი აქტი უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენი ფიქრები მსხვერპლებთან, მათ ოჯახებთან და მეგობრებთანაა. ინტერპოლი მზადაა, დაეხმაროს რუსეთის ხელისუფლების გამოძიებას“, – წერს შტოკი.

ბოლო მონაცემებით, „კროკუს სითი ჰოლში“ ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა. დაშავებულია 121 ადამიანი.

თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, სავარაუდოდ, ოთხი ტერორისტია.

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor