• July

    9

    2024
  • 81
  • 0
ირაკლი ზარქუა – დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი არჩევნებზე სწორ არჩევანს გააკეთებს და პარლამენტში კიდევ უფრო მეტი წარმომადგენლობა გვეყოლება, ორმაგ სტანდარტს ქართული საზოგადოება არ გაატარებს

ირაკლი ზარქუა – დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი არჩევნებზე სწორ არჩევანს გააკეთებს და პარლამენტში კიდევ უფრო მეტი წარმომადგენლობა გვეყოლება, ორმაგ სტანდარტს ქართული საზოგადოება არ გაატარებს

განცდა მაქვს, რომ გარკვეულ ჯგუფებს, რომელთაც გავლენა აქვთ, მათ შორის ელჩებზე, მცდელობა აქვთ, რომ არჩევნებზე რევოლუცია მოაწყონ, საქართველოში დასვან მარიონეტები ხელისუფლებაში, როგორც ჰყავდათ, და აქ მეორე ფრონტი გახსნან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, როგორ შეიძლება, თავისუფალი სახელმწიფო, თავისუფალი პარლამენტი კანონის მიღების გამო დასაჯონ.

„ჩვენი ჯარისკაცები ყველა მისიაში მონაწილეობდნენ – ავღანეთსა და ერაყში, რაც იყო მსოფლიო უსაფრთხოების პროგრამა. რამდენი გარდაიცვალა და დასახიჩრდა ამ მისიებში? ამის შემდეგ რა პასუხია, 30 მილიონით ჯარს არ დავაფინანსებთ და ლომჯარიები უნდა დავაფინანსოთ, რათა რევოლუცია მოაწყონო. ეს მიუღებელი, უსამართლოა და ამას ქართველი ხალხი არ გაატარებს. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი არჩევნებზე სწორ არჩევანს გააკეთებს და პარლამენტში კიდევ უფრო მეტი წარმომადგენლობა გვეყოლება, რადგან ამ მუქარებს, უსამართლობასა და ორმაგ სტანდარტს ქართული საზოგადოება არ გაატარებს. ამას არ იმსახურებს არც ქართული სახელმწიფო, არც ქართველი ხალხი და არც ქართული ჯარი“, – განაცხადა ზარქუამ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor