• December

    20

    2023
  • 127
  • 0
ირაკლი ზარქუა – მიხარია, რომ სააკაშვილი ჯანზეა, სუპერ პაკ-ზე ფიქრობს და ხელმოცარულებს გაერთიანების შესახებ მიმართავს, ჭიჭე, ხაბე, ხოშტარა და ჯაფარა, მიაწექით სუპერ პაკ-ს

ირაკლი ზარქუა – მიხარია, რომ სააკაშვილი ჯანზეა, სუპერ პაკ-ზე ფიქრობს და ხელმოცარულებს გაერთიანების შესახებ მიმართავს, ჭიჭე, ხაბე, ხოშტარა და ჯაფარა, მიაწექით სუპერ პაკ-ს

მიხარია, რომ ჯანზეა, სუპერ პაკ-ზე ფიქრობს და ხელმოცარულებს გაერთიანების შესახებ მიმართავს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

„ეს მიუთითებს, რომ ჯიგარი ჯანზეა და მადლობა „ვივამედს“, რადგან გამოაჯანმრთელეს ისე, რომ პოლიტიკაზე ფიქრობს, ამ ხელმოცარულებს სტრატეგიასა და სუპერ პაკ-ს უმუშავებს. მივესალმები, მოვუწოდებ, რომ ყურად იღონ მათი ბელადის დაკვეთა და ეს ლუზერები გაერთიანდნენ“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

ამასთან, ზარქუას თქმით, ქართველ ამომრჩეველს გაუმარტივდება არჩევანის გაკეთება ხელმოცარულებსა და „ქართულ ოცნებას“, სიბნელესა და განვითარებას, ქაოსსა და მშვიდობას, ლუზერებსა და „გამარჯვების პლატფორმას“ შორის.

„უპირველეს ყოვლისა, ქართველი ამომრჩევლის ინტერესშია ორ ბანაკად დაყოფა, სადაც იქნება „ქართული ოცნება“, ხოლო იქეთ – გაერთიანება სუპერ პაკ-ი. გაერთიანდით სუპერ პაკ-ში, ბელადის დაკვეთაა – გაერთიანდით, შემოდით სუპერ პაკ-ში, ბიჭებო – ჭიჭე, ხაბე, დანარჩები, ხოშტარა და გიჟი ჯაფარა, მიაწექით სუპერ პაკ-ს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor