• February

    10

    2025
  • 70
  • 0
ირაკლი ზარქუა – ოპოზიცია, უცხოელი პატრონების დაკვეთით, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლამ გააერთიანა, ცუდია, რომ ახალგაზრდებზე გადაიარა ამ უსამშობლოების დაფინანსებამ

ირაკლი ზარქუა – ოპოზიცია, უცხოელი პატრონების დაკვეთით, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლამ გააერთიანა, ცუდია, რომ ახალგაზრდებზე გადაიარა ამ უსამშობლოების დაფინანსებამ

ოპოზიციას ერთადერთი საერთო ჰქონდა, უსამშობლოების გაერთიანება იყვნენ, ისინი, უცხოელი პატრონების დაკვეთით, ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლამ გააერთიანა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა

ზარქუას თქმით, სამწუხაროა, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც უცხო ქვეყნიდან იღებენ ფულს, ახალგაზრდების ფარად გამოყენება შეძლეს.

„მათ რომ ჰკითხოთ, ამ ქვეყნის გადამრჩენელები, უპირობო ლიდერები და გამარჯვებული პარტიის წარმომადგენლები არიან. ვაშაძეს რომ ჰკითხო, პირველ ადგილზე გავიდა. „ნაცებს“ რომ ჰკითხოთ და ჩემს ხაბეს, ისიც პირველ ადგილზე გავიდა. „ლელო“ და ტოპ ტვინები ხომ გავიდნენ და გავიდნენ. პატრონები, რომ მიხვდნენ, გაერთიანება ვერ მოხდებოდა, დაუსვეს მადამ მავნებელი. ჯერ პრეზიდენტი, რომ იყო და სტატუსი, რომ ჰქონდა ათი კაცი მხარს არ უჭერდა, ახლა მით უმეტეს სტატუსი არ აქვს. ქალბატონ მავნებელს სოროსის ფონდში აქვს ოფისი და იძახის, პრეზიდენტი ვარო. მე იმ ახალგაზრდებზე ვდარდობ, ამ უსამშობლოებმა ვინც გამოიყენეს. მათ მივმართავ, ხომ დარწმუნდით, რომ ეს ხელმოცარულები და უსამშობლოები ვის ემსახურებოდნენ. მილიონობით დოლარი მოდიოდა და ტრამპმა გააშიშვლა, კრიმინალებს და თაღლითებს ეძახის. ამ ორგანიზაციების დაფინანსებულებს მიჰყვებით. ამათმა დაგარწმუნეს, რომ ჩვენ არასწორი გზით მივდივართ. ახლა მაინც ხომ გამოჩნდა, რომ სანქციების დაწესება და ომში არჩართვა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან სანქციების დაწესება ომში ჩართვას პირდაპირ იწვევდა. კარგად უნდა გაიაზროთ, რომ ამ ბრძოლაში ხართ იარაღი. თვითონ ჩირგვში სხედან, თბილად მოკალათებულები, ხოლო თქვენ და თქვენი მეგობრები ბრძოლის წინა ხაზზე გამოგიშვეს და შემდეგ არის დაკავებებიც. ძალიან ცუდია, რომ ამ ახალგაზრდებზე გადაიარა ამ უსამშობლოების დაფინანსებამ და თქვენ გიყენებენ. ვიდრე დროა, გამოფხიზლდით და ამ უსამშობლოებს თავს ნუ გამოაყენებინებთ“, – განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სოციალურ ქსელში დაწერა: „ქვეყნის გადარჩენის გზა ერთიანობაა, რაც სამი კომპონენტისგან შედგება – პოლიტიკური პარტიების გაერთიანება და თანამშრომლობა, საზოგადოება და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი“.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor