• April

    23

    2025
  • 85
  • 0
ირაკლი ზარქუა – პროკურატურა უნდა დაინტერესდეს, თუ დამტკიცდა, რომ გავრცელებულ ვიდეოში ნამდვილად ნანუაშვილის ხმაა, სალომე ზურაბიშვილი უსამშობლოების ლიდერია

ირაკლი ზარქუა – პროკურატურა უნდა დაინტერესდეს, თუ დამტკიცდა, რომ გავრცელებულ ვიდეოში ნამდვილად ნანუაშვილის ხმაა, სალომე ზურაბიშვილი უსამშობლოების ლიდერია

სახელმწიფოს წინააღმდეგ აგენტურის შემოტევა გვქონდა. უჩა ნანუაშვილი თავისი პატრონის ერთ-ერთი წარმომადგენელია, ისევე როგორც თვითგამოცხადებული პრეზიდენტი, საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ რა მიდგომები აქვთ, ხედავთ? ერთმა თქვა, აქ „ბოევიკები“ გვყავს მომზადებული და დაფინანსება გვინდა, რომ ისინი ავამოქმედოთო, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, მცდელობა არის, რომ საქართველო 90-იან წლებში დააბრუნონ.

„ჩემი აზრით, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს, თუ დამტკიცდა, რომ ეს ნამდვილად ნანუაშვილის ხმაა. ისეთ განცხადებებს აკეთებს, ამის გატარება არ შეიძლება. სალომე ზურაბიშვილი უსამშობლოების ლიდერია, რომელმაც თქვა, ევროპამ საქართველოს წინააღმდეგ უნდა იაქტიუროს, ფული მაიტათ, ქვეყანა ჩამოვანგრიო და აქ აგენტურა დაჯდესო. ამას ვერ მოესწრებიან“, – განაცხადა ზარქუამ.

სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა ვიდეო, რომლის მიხედვითაც, რუსი პრანკერები სალომე ზურაბიშვილს და უჩა ნანუაშვილს დაუკავშირდნენ და გაეცნენ, როგორც გარი კასპაროვი და პეტრო პოროშენკო. ვიდეოს მიხედვით, ნანუაშვილი და ზურაბიშვილი საქართველოში არსებული ვითარებაზე თავიანთ მოსაზრებებს გამოთქვამენ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor