• February

    24

    2026
  • 74
  • 0
ირაკლი ზარქუა – შიდა უსამშობლოების გამოყენებით, საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობა იყო, თურმე უკრაინას უნდა შევხიდებოდით და ჯარი ამოგვექოქა, საქართველო მშვიდობის პოლიტიკას ატარებს

ირაკლი ზარქუა – შიდა უსამშობლოების გამოყენებით, საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობა იყო, თურმე უკრაინას უნდა შევხიდებოდით და ჯარი ამოგვექოქა, საქართველო მშვიდობის პოლიტიკას ატარებს

სუვერენიტეტი გავაძლიერეთ, თავისუფლები ვართ, შიდა საქმეებში უცხო გავლენებს არ ვახედებთ, მოქალაქეები სიკვდილს გადავარჩინეთ, დღეს უკრაინისთვის, უკრაინელი ხალხისთვის მძიმე დღეა და მათ მშვიდობას ვუსურვებ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, უკრაინა-რუსეთის ომმა უამრავი ადამიანი შეიწირა, გაანადგურა ქალაქები, ფაქტობრივად, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა.

„ტრაგედიაა, რაც უკრაინაში ტრიალებს. მაშინაც ვამბობდით და ზუსტად იგივე პოზიციაზე ვართ, რომ ეს ომი არ უნდა მომხდარიყო. ამერიკის პრეზიდენტიც იმავეს ამბობს – დიახ, ამ ომის თავიდან არიდება შესაძლებელი იყო. შიდა უსამშობლოების გამოყენებით, საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობა იყო. ეს რა უბედურებას და ტრაგედიას მოგვიტანდა? არც სუვერენიტეტი გვექნებოდა, არც თავისუფლება. რაც მთავარია, ქვეყნის ნახევარზე მეტ ტერიტორიას დავკარგავდით. ყველაზე დიდი უბედურება თანამოქალაქეების დაკარგვა იქნებოდა. ქვეყანა სწორედ ამას ავარიდეთ. კარგი ამინდი იყო თურმე და ცხინვალისა და აფხაზეთის მიმართულებით უნდა გაგვესეირნა, ამას მოგვიწოდებდნენ; თურმე ჩვენ უკრაინას უნდა შევხიდებოდით და ჯარი ამოგვექოქა. ელჩი, რომელიც ჩვენს პრემიერ-მინისტრს აშანტაჟებდა, რომ ჯარი აფხაზეთში შეეყვანა, სად არის ახლა, რიტორიკა შეცვალეს, ხომ? მიხვდნენ, რომ იგივეს გამეორება არამომგებიანია? საქართველო პრაგმატულ და მშვიდობის პოლიტიკას ატარებს, რასაც შედეგი მოჰყვა. სუვერენიტეტი გავაძლიერეთ, თავისუფლები ვართ, შიდა საქმეებში უცხო გავლენებს არ ვახედებთ, მოქალაქეები სიკვდილს გადავარჩინეთ. დღეს უკრაინისთვის და უკრაინელი ხალხისთვის მძიმე დღეა და მათ მშვიდობას ვუსურვებ“, – აღნიშნა ზარქუამ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor