
ირაკლი თავდგირიძე: ,,თორნიკე რიჟვაძე აჭარაში პროცესების სტაბილური და კონსტრუქციული განვითარების გარანტია”
ბათუმის საკრებულოს თავჯდომარე ირაკლი თავდგირიძე ,,GEO NEWS”-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ბოლო დღეებში ბათუმში განვითარებულ დესტრუქციულ მოვლენებს აფასებს და შესაძლო საფრთხეებზე და მოსალოდნელ რისკებზე ანალიტიკურ შეფასებას აკეთებს.
–ის მოვლენები, რაც გუშინ, ბათუმის სასამართლოში განვითარდა, რამდენად ტოვებს სივრცეს ამ ტიპის აგრესიულ ადამიანებთან რაიმე კონსესუსის მიღწევისა და ზოგადად, როგორ აფასებთ ამ ჭრილში შექმნილ სიტუაციას ?
-გუშინ მართლაც შემაშფოთებლად განვითარდა მოვლენები ბათუმში. ეს იყო ნათელი ლუსტრაცია საზოგადოებისთვის თუ როგორ ცდილობს ოპოზიცია სახელმწიფოს წარმომადგენლების დისკრედიტაციას. პოლიციელის ფიზიკური შეურაცყოფის ჩამდენი ადამიანი დღეს გმირად მოგვევლინა, რაც ცხადია მარაზმატიკულ ხასიათს ატარებს.
რაც შეეხება კონსესუსს, ვფიქრობ, კონსესუსის მიღწევა ჩვენი, როგორც ხელისუფლების, ამოცანაა და როგორც პრემიერ-მინისტრმა ბრძანა ნებისმიერ საჯარო დისკუსიას მივესალმებით. იმედს ვიტოვებ, კონსესუსი შედგება.
–იმის გათვალისწინებით, რომ რუსთაველზე ხალნგრძილვმა საპროტესტო ტალღამ დესტრუქციულ ოპოზიციას ნულოვანი შედეგი მოუტანა, ხომ არ ხდება საპროტესტო მუხტის იმგვარად დაფინანსება, რომ მაგალითად, ბათუმში ტემპერატურა აწიონ და ამით რეგიონში დესტაბილიზაცია გამოიწვიონ ?
–არაფერია გამორიცხული, ეს ადამიანები ყველაფერზე არიან წამსვლელები ქართული სახელმწიფოს საუარესოდ. შესაბამისად, ვფიქრობ, არც ჩემთვის და არც საზოგადოებისათვის გასაკვირი არ იქნება თუ მსგავსი ვარაუდი დადასტურდება.
–რამდენად მზადაა აჭარის მოსახლეობა იმ ტიპის პროვოცირებული ღელვებისთვის, რაც მოსალოდნელია და აქვს თუ არა მიღებული შესაბამისი პრევენციული ზომები რეგიონალურ ხელისუფლებას ?
-ჩვენი საზოგადოება უკვე წლებია აკვირდება რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციულ საქმიანობას ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის ჩვენს რეგიონში, ამდენად ვფიქრობ, ჩვენს საზოგადოებას აქვს შესაბამისი თმენის უნარი, რათა ეს გამოწვევაც ადეკვატურად დავძლიოთ.
რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს : მთელს ქვეყანაში დესტრუქციული ოპოზიციის ქმედებებს ქართული სახელმწიფო სახელოვნად იგერიებს, შესაბამისად დარწმუნებული ვარ, რომ აჭარის პოლიტიკური კლასი ამ უაზრო მცდელობებსაც მოიგერიებს. ამ საქმეში კი გადამწყვეტ სიტყვას ჩვენი მთვარობის თავმჯდომარე იტყვის.
მიმაჩნია, რომ ბატონი თორნიკე რიჟვაძე აჭარაში პროცესების სტაბილური და კონსტრუქციული განვითარების გარანტია.
ქეთი ხომერიკი





