• September

    11

    2025
  • 64
  • 0
ირაკლი კირცხალია – იმ პერიოდში, როდესაც საქართველო ომში ჩათრევის უდიდესი რისკის წინაშე იდგა, თავდაცვის მინისტრი ბრალდებულია ჯარის თანხების მითვისებაში, შემაშფოთებელი ფაქტია

ირაკლი კირცხალია – იმ პერიოდში, როდესაც საქართველო ომში ჩათრევის უდიდესი რისკის წინაშე იდგა, თავდაცვის მინისტრი ბრალდებულია ჯარის თანხების მითვისებაში, შემაშფოთებელი ფაქტია

იმ პერიოდში, როდესაც საქართველო ომში ჩათრევის უდიდესი რისკის წინაშე იდგა, თავდაცვის მინისტრი ბრალდებულია ჯარის, თავდაცვის ძალების თანხების მითვისებაში. შემაშფოთებელი ფაქტია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, გამოძიების მიმდინარეობა ეტაპობრივად ცნობილი გახდება.

„ბატონი ბურჭულაძის დაკავებას რაც შეეხება, უპირველესად, არასასიამოვნოა ის ფაქტი, როდესაც საუბარი არის შენი გუნდის ყოფილ წევრზე და ადამიანზე, რომელიც იკავებდა უმაღლეს თანამდებობას და, კერძოდ, თავდაცვის მინისტრის პოზიციას. თუმცა, მეორე მხრივ, წარმოუდგენელია ის ფაქტი, როდესაც ვხედავთ ასეთ ბრალდებას თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ. წარმოუდგენელია, რადგან კარგად გვახსოვს ის პერიოდი, რომელ პერიოდში იკავებდა ეს ადამიანი თავდაცვის მინისტრის თანამდებობას. როდესაც, პირდაპირი მნიშვნელობით, ხდებოდა ღია და უხეში შეტევა ჩვენი ქვეყნის მიმართ და, პირდაპირი მნიშვნელობით, გავდიოდით დანის პირზე და იდგა ქვეყნის გადარჩენის საკითხი. დღესაც ეს საფრთხე არსად წასულა.

ომში ჩათრევის უდიდესი რისკის წინაშე იდგა საქართველო. ამ ურთულეს პერიოდში ზეწოლა მიმდინარეობს ქვეყანაზე, ყველა ინსტიტუციაზე, თანამდებობის პირზე, კარგად გახსოვთ, მარტო ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ როგორი ზეწოლა მიმდინარეობდა, მათ შორის, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრზე, იქნებოდა აღმასრულებელი ხელისუფლება, საკანონმდებლო ხელისუფლება. ასეთ დროს კი იკავებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრის პოზიციას და ბრალდებაში ვისმენთ, რომ ბრალდებულია ჯარის, თავდაცვის ძალების თანხების მითვისებაში, შემაშფოთებელი ფაქტია. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ყველანი ვხედავთ, რომ მიმდინარეობს გამოძიება. ვიცით ის, რაც გაჟღერდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგზე, დარწმუნებული ვარ, საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, გამოძიების მიმდინარეობასაც, ეტაპობრივად, რაც საჭირო იქნება, გააცნობენ საზოგადოებას შესაბამისი უწყებები“, – განაცხადა კირცხალიამ.

ცნობისთვის, სუს-მა ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor