• May

    6

    2025
  • 75
  • 0
ირაკლი კირცხალია – პარტიის თავმჯდომარე იქნება ადამიანი, ვინც მისაღები იქნება ყველასთვის, რაც მთავარია, მოსახლეობის უმრავლესობისთვის

ირაკლი კირცხალია – პარტიის თავმჯდომარე იქნება ადამიანი, ვინც მისაღები იქნება ყველასთვის, რაც მთავარია, მოსახლეობის უმრავლესობისთვის

პარტიის თავმჯდომარე იქნება ის ადამიანი, ვინც მისაღები იქნება ყველასთვის და, რაც მთავარია, მოსახლეობის უმრავლესობისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

კირცხალიას არ დაუკონკრეტებია, ვინ იქნება წარდგენილი პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე.

„ყველა ერთად გავიგებთ, ვინ იქნება პარტიის თავმჯდომარე. პარტია გაატარებს იმ ხაზს და პოლიტიკას, რაც პირდაპირ კონვერტირდება ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე. რა თქმა უნდა, ეს ხაზი გაგრძელდება და თან იმავე ძალისხმევითა და შემართებით. ჩვენი პარტიისთვის ყველაზე მთავარი ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და უსაფრთხოებაა“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

„ქართული ოცნება“ პარტიის ახალ თავმჯდომარეს ხვალ, 7 მაისს აირჩევს. ამასთან, როგორც ცნობილია, განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაც, რომელიც ასევე 7 მაისის ყრილობაზე დამტკიცდება.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor