• March

    12

    2025
  • 63
  • 0
ირაკლი კირცხალია – ცხრა მილიონის პიჯაკი არ მგონია, სააკაშვილს ეყიდა, ასე რომ, ეს იყო ლოგიკური დასასრული იმ პროცესისა, რომელსაც საზოგადოება ადევნებდა თვალყურს

ირაკლი კირცხალია – ცხრა მილიონის პიჯაკი არ მგონია, სააკაშვილს ეყიდა, ასე რომ, ეს იყო ლოგიკური დასასრული იმ პროცესისა, რომელსაც საზოგადოება ადევნებდა თვალყურს

სააკაშვილის საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა, რაც შეეხება იმ საქმეს, რომელიც ოპოზიციის მხრიდან იყო შეფასებული როგორც „პიჯაკების საქმე“, თვითონ ეს ფორმულირებაც ქართული საზოგადოების დიდი შეურაცხყოფა იყო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისი თქმით, რეალურად, საუბარი იყო ცხრა მილიონ ლარზე.

„ყველამ კარგად ნახა, საჯარო წყაროებშიც შეუძლიათ, მოიძიონ, იქ მასაჟები, ვიღაცისთვის ტელეფონის ყიდვა, მზარეულის ჩამოყვანა და ა.შ. მოკლედ, იმ საქმეს, რომელსაც ესენი პიარულად ფუთავდნენ, როგორც „პიჯაკების საქმეს“, რეალურად არის „ცხრა მილიონის საქმე“, რომელიც მივიდა თავის ლოგიკურ დასასრულამდე. ცხრა მილიონის პიჯაკი არა მგონია, სააკაშვილს ეყიდა. ასე რომ, ეს იყო ის ლოგიკური დასასრული იმ პროცესისა, რომელსაც საზოგადოება ადევნებდა თვალყურს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე ცოტა ხნის წინ განაჩენი გამოაცხადა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თემურ ჯანაშიას კი 300 ათასი ლარით ჯარიმა განესაზღვრა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor