• March

    21

    2025
  • 79
  • 0
ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა

ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.

მთავრობის მეთაური, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად, მარნეულში ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო.

პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს სიტყვით მიმართა და მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.

„ნოვრუზ ბაირამი არის განახლების, სიკეთის დღესასწაული. ჩვენ ვამაყობთ მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრებით, მეგობრობით, რომელიც გვაკავშირებს ჩვენ, ქრისტიანებს და მუსლიმებს, ქართველებს და აზერბაიჯანელებს. ეს არის ნამდვილად საამაყო ურთიერთობა და მეგობრობა. ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ერთად ვქმნიდით ჩვენი საერთო ქვეყნის მომავალს. ეს ისტორია გრძელდება დღესაც და ეს არის ის შესანიშნავი ტრადიცია, რომელიც უნდა გადავცეთ ჩვენს შვილებს და მომავალ თაობებს. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ნოვრუზ ბაირამი და გისურვოთ ყოველივე საუკეთესო, მშვიდობა და კეთილდღეობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრი მარნეულის ცენტრში დღესასწაულთან დაკავშირებით მოწყობილ საგამოფენო სივრცეს და ეთნოკუთხეს ეწვია, ასევე დაესწრო სხვადასხვა სპორტულ და კულტურულ ღონისძიებას.

აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა, ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, პარლამენტის წევრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor