• September

    22

    2025
  • 31
  • 0
ირაკლი კობახიძემ დუშეთის ახლად რეაბილიტირებული №2 საჯარო სკოლა დაათვალიერა

ირაკლი კობახიძემ დუშეთის ახლად რეაბილიტირებული №2 საჯარო სკოლა დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან, გივი მიქანაძესთან ერთად, ქალაქ დუშეთის ახლად რეაბილიტირებული №2 საჯარო სკოლა დაათვალიერა.

მთავრობის მეთაური სკოლის განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო და პედაგოგებს შეხვდა.

ირაკლი კობახიძემ მასწავლებლებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება მთელი ქვეყნის მასშტაბით მთავრობისთვის პრიორიტეტია.

სკოლას აქვს როგორც შიდა სპორტული დარბაზი, ასევე  გარე მოედანი, ბიბლიოთეკა, რესურსოთახი, ბუფეტი, სააქტო დარბაზი, საკონფერენციო აუდიტორია, ექიმის კაბინეტი და ლაბორატორიები.

სკოლას 600-მდე მოსწავლე და 46 მასწავლებელი ჰყავს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 5,5 მილიონ ლარს გადააჭარბა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor