• December

    25

    2024
  • 78
  • 0
ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევს „აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაუგზავნა

ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევს „აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაუგზავნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

როგორც პრემიერ-მინისტრი სამძიმრის წერილში აღნიშნავს, საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი მოძმე აზერბაიჯანელი ხალხის გვერდით დგას.

„საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით გისამძიმრებთ თქვენ და აზერბაიჯანელ ხალხს. ამ მწუხარების ჟამს, ჩვენ ვდგავართ მოძმე აზერბაიჯანელი ხალხის გვერდით და ვუთანაგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას დაზარალებულებს. თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ, დაგიდასტუროთ, რომ ჩვენ ვიზიარებთ თქვენი და მეგობარი აზერბაიჯანელი ხალხის მწუხარებას და გიცხადებთ თანაგრძნობას ამ მძიმე წუთებში“, – აღნიშნულია წერილში.

ყაზახეთის ქალაქ აქთაუს აეროპორტთან „აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ბოლო მონაცემებით, ავიაკატასტროფას სამგზავრო ლაინერის 67 მგზავრიდან 32 გადაურჩა. დაშავებულთა ნაწილის მდგომარეობა მძიმეა. ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor