• January

    29

    2025
  • 90
  • 0
ირაკლი კობახიძემ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და თბილისის ახალი სტადიონის კონცეფცია სპორტის საზოგადოებასთან განიხილა

ირაკლი კობახიძემ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და თბილისის ახალი სტადიონის კონცეფცია სპორტის საზოგადოებასთან განიხილა

ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა და დედაქალაქში ახალი სტადიონის კონცეფცია განიხილეს „მიხეილ მესხის სტადიონზე“ გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან, სპორტის მინისტრთან შალვა გოგოლაძესა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ირაკლი ქარსელაძესთან ერთად დაესწრო.

მრავალფუნქციური სტადიონი, რომელიც 70 000 გულშემატკივარზე იქნება გათვლილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დედაქალაქის გარეუბანში აშენდება, საქართველოს უმაღლესი რანგის საფეხბურთო, სარაგბო ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობას მისცემს და სპორტის აღნიშნულ სახეობებში დამატებით ინვესტიციებს მოიზიდავს.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ ახალ სტადიონს მულტიფუნქციური დატვირთვა ექნება, მოეწყობა საკონცერტო და საკონვენციო ინფრასტრუქტურა, რაც ქვეყნის ტურისტულ მიმზიდველობას გაზრდის. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სპორტის საზოგადოების მოსაზრებებს სტადიონის კონცეფციაზე მუშაობის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და აღნიშნული შეხვედრა სწორედ ამას ემსახურება.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ახალი სტადიონი იქნება ერთგვარი საიმიჯო პროექტი დედაქალაქისა და მთლიანად ქვეყნისთვის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც ქვეყანამ გააკეთა განაცხადი ფეხბურთის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობასთან დაკავშირებით.

მთავრობას ახალი სტადიონის მშენებლობისთვის საკონსულტაციო მომსახურებას ჰოლანდიური კომპანია გაუწევს. სტადიონის კონცეფციის შექმნაში უეფას ექსპერტები ჩაერთვებიან.

გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას და ამ კუთხით დაგეგმილ პროექტებს.

მთავრობა ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ახალი სტადიონების მშენებლობას 40-ზე მეტ მუნიციპალიტეტში გეგმავს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor