• November

    9

    2025
  • 29
  • 0
ირაკლი კობახიძემ ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და თბილისის მერთან განიხილა

ირაკლი კობახიძემ ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და თბილისის მერთან განიხილა

საქართველოს მთავრობა ქვეყნის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობს. დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და თბილისის მერთან განიხილა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სტრატეგია იქნება გზამკვლევი, რომლის განხორციელებაც მომდევნო წლების განმავლობაში ქვეყნის თანმიმდევრულ და სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, განისაზღვროს პრიორიტეტული სფეროები, კონკრეტული მიზნები და ამოცანები.

„სტრატეგიაში ძირითადი ყურადღება დაეთმობა განათლების, ჯანდაცვის, ეკონომიკისა და სოციალური განვითარების საკითხებს. თითოეულ სფეროში განისაზღვრება ის მიზნები, რომელსაც ქვეყანამ მომდევნო წლების განმავლობაში უნდა მიაღწიოს.

დოკუმენტზე მუშაობა ინტენსიურ რეჟიმში წარიმართება და ის საზოგადოებას ახლო მომავალში წარედგინება“,- აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor