• February

    12

    2025
  • 68
  • 0
ირაკლი კობახიძე – აზერბაიჯანში ვიზიტისას საუბარი გვქონდა ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით მატარებლის დანიშვნაზე, მადლობა პრეზიდენტ ალიევს ჩვენი ქვეყნის მიმართ გულისხმიერებისთვის

ირაკლი კობახიძე – აზერბაიჯანში ვიზიტისას საუბარი გვქონდა ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით მატარებლის დანიშვნაზე, მადლობა პრეზიდენტ ალიევს ჩვენი ქვეყნის მიმართ გულისხმიერებისთვის

ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანის მოგზაურობა საქართველოდან აზერბაიჯანში, აზერბაიჯანიდან საქართველოში, მათ შორის იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ხალხთა შორის ურთიერთობები, ის ტრადიციული მეგობრობა, რომელიც ჩვენ ორ ხალხს აკავშირებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით სამგზავრო მატარებლის დანიშვნა მნიშვნელოვანია, რადგან ორ ქვეყანას შორის მობილობა გაიზრდება, რაც კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს ხალხთაშორის ურთიერთობებს.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს.

„აზერბაიჯანში ვიზიტის დროს ჩვენ გვქონდა ამ თემაზე საუბარი პრეზიდენტ ალიევთან და მას პირადად მინდა, მადლობა გადავუხადო გულისხმიერებისთვის ჩვენი ქვეყნის მიმართ. რა თქმა უნდა, პრინციპულად მნიშვნელოვანია ის, რომ მაღალი მობილობა იყოს ჩვენ ორ ქვეყანას შორის, მეგობარ ქვეყნებს შორის, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, ამას აქვს ორმხრივად სასარგებლო დატვირთვა როგორც საქართველოსთვის, ასევე აზერბაიჯანისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანის მოგზაურობა საქართველოდან აზერბაიჯანში, აზერბაიჯანიდან საქართველოში, მათ შორის იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ხალხთაშორის ურთიერთობები, ის ტრადიციული მეგობრობა, რომელიც ჩვენ ორ ხალხს აკავშირებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტით სამგზავრო მატარებელი აპრილიდან იმოძრავებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor