• May

    9

    2025
  • 88
  • 0
ირაკლი კობახიძე ალბანეთში დაგეგმილ ევროპის პოლიტიკურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას

ირაკლი კობახიძე ალბანეთში დაგეგმილ ევროპის პოლიტიკურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ალბანეთში დაგეგმილ ევროპის პოლიტიკურ სამიტში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, ღონისძიებასთან დაკავშირებით მიწვევა მიიღო.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვას, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია თუ არა ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრები, პრემიერმა უპასუხა, რომ შესაძლოა, გაიმართოს გარკვეული შეხვედრები კონკრეტულ ლიდერებთან.

„სამიტი 16 მაისისთვის არის დაგეგმილი და დაგეგმილია ვიზიტი ამასთან დაკავშირებით. ვიზიტის ფარგლებში ჩვენ არ მოგვითხოვია შეხვედრები. ვნახავთ ადგილზე, შეიძლება, გაიმართოს გარკვეული შეხვედრები კონკრეტულ  ლიდერებთან. რეალურად, ფორმატი თუ იცით, საგანგებო, ოფიციალური შეხვედრები ნაკლებად იმართება ხოლმე ამ ფორმატში, თუმცა იქ ყოველთვის არის ლიდერებთან გასაუბრების საშუალება. ამ შესაძლებლობით, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ვისარგებლებთ. ვისაც ექნება სურვილი, ყველასთან ვისაუბრებთ. ჩვენ ყველასთან გვინდა საუბარი, თუ მათი მხრიდან იქნება სამართლიანი, ჯანსაღი და არა საბჭოური დამოკიდებულება. ეს არსაუბარი არის საბჭოური დამოკიდებულება, რომელსაც დღეს ავლენს არა საბჭოთა კავშირი, არამედ ევროკავშირი. ჩემი ევროპული დამოკიდებულება არის ის, რომ ყველასთან მინდა საუბარი და მათი საბჭოური დამოკიდებულება, არ ვგულისხმობ ყველას, ვგულისხმობ შესაბამის ლიდერებს, არის ის, რომ არ საუბრობენ. არსაუბარს შეიძლება, ჰქონდეს ერთადერთი ახსნა, ვიღაცას აქვს დაგეგმილი ეს უსამართლობა, ვიღაცას სურს, რომ ხელოვნურად ზიანი მიაყენოს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ჩვენ ბოლომდე ვიდგებით ჩვენი ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე. იქ ფორმატი არის ასეთი – დერეფნებში იმართება შეხვედრები, სპეციალური ოთახებიც კი არ არის ხოლმე, როგორც წესი, გამოყოფილი შეხვედრებისთვის. დერეფნებში იმართება ჩვეულებრივად შეხვედრები, ვისაც ექნება საუბრის სურვილი, ვისაუბრებ აბსოლუტურად ყველასთან“, –  განაცხადა პრემიერმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor