• February

    12

    2025
  • 48
  • 0
ირაკლი კობახიძე – არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ახლახან ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტის თაობაზე, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს კავშირს ჩვენს ქვეყნებს შორის

ირაკლი კობახიძე – არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ახლახან ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტის თაობაზე, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს კავშირს ჩვენს ქვეყნებს შორის

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შესანიშნავი ურთიერთობები გვაკავშირებს, ამან დამატებითი მოტივაცია შეგვიქმნა მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე მონაწილეობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებული საამიროების ტელევიზია – WAM-თან ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სამიტზე დისკუსიები წარიმართა მსოფლიოს სამომავლო განვითარებაზე.

„პოლიტიკური ურთიერთობები შესანიშნავია. ძალიან კარგი ეკონომიკური თანამშრომლობაც გვაკავშირებს. სულ ახლახან მოვაწერეთ ხელი შეთანხმებას მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტის განხორციელების თაობაზე, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს კავშირს ჩვენს ქვეყნებს შორის. თავად სამიტი ქმნის შესანიშნავ შესაძლებლობას მოსაზრებების გაცვლისთვის. აუდიტორიაც საინტერესოა და ბევრი აქტუალური საკითხი განიხილება. ინტერესი დიდი გვქონდა და სამიტის ორგანიზატორების მადლიერები ვართ შესანიშნავი მასპინძლობისთვის. ბევრი საკითხი იქნა განხილული, მათ შორის სამომავლო გეგმები, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების სამომავლო პერსპექტივები და არსებული გამოწვევები. რა თქმა უნდა, გამოწვევები დიდია, მაგრამ აუცილებელია გრძელვადიანი განვითარების დაგეგმვა, ზოგადად, მსოფლიოში.

სამიტზე დისკუსიები წარიმართა მსოფლიოს სამომავლო განვითარებაზე. საინტერესო იყო გამომსვლელების მოსმენა, რომლებიც მდიდარი გამოცდილების და სიღრმისეული ცოდნის საფუძველზე გვიზიარებდნენ საკუთარ ხედვას მსოფლიოს მომავალთან დაკავშირებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor