• October

    11

    2024
  • 66
  • 0
ირაკლი კობახიძე – არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნების გადადება მეტყველებს, რომ გლობალური ომის პარტიას საქართველოში არჩევნების მოგების იმედი აღარ აქვს

ირაკლი კობახიძე – არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნების გადადება მეტყველებს, რომ გლობალური ომის პარტიას საქართველოში არჩევნების მოგების იმედი აღარ აქვს

ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნების გადადება არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის მეტყველებს, რომ გლობალური ომის პარტიას აღარ აქვს საქართველოში არჩევნების მოგების იმედი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, „გლობალური ომის პარტია“ ხედავს, რომ ოპოზიცია მძიმედ აგებს ამ არჩევნებს, შესაბამისად, შეიძლება აქცენტი გადაიტანონ პოსტსაარჩევნო პროცესებზე.

„ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ ასეთ პროცესებზე არსებით გავლენას ახდენს გლობალური ომის პარტია. ის ფაქტი, რომ გადაიდო არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის ამ დასკვნის გამოქვეყნება, მეტყველებს ერთ რამეზე – გლობალური ომის პარტიას აღარ აქვს საქართველოში არჩევნების მოგების იმედი. ხედავენ, რომ ოპოზიცია მძიმედ აგებს ამ არჩევნებს, შესაბამისად, შეიძლება აქცენტი გადაიტანონ პოსტსაარჩევნო პროცესებზე. მე მგონია, რომ ამას უკავშირდება გლობალური ომის პარტიის გადაწყვეტილება, ამ დასკვნის გამოქვეყნების გადავადების თაობაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor