• September

    16

    2025
  • 128
  • 0
ირაკლი კობახიძე  – არ შეიძლება, ევროპელი ელჩები თავს წარმოაჩენდნენ ქართული საზოგადოების წინაშე, როგორც სიძულვილის ელჩები, ეს პროცესი უნდა შეჩერდეს

ირაკლი კობახიძე – არ შეიძლება, ევროპელი ელჩები თავს წარმოაჩენდნენ ქართული საზოგადოების წინაშე, როგორც სიძულვილის ელჩები, ეს პროცესი უნდა შეჩერდეს

არ შეიძლება, ევროპელი ელჩები თავს წარმოაჩენდნენ ქართული საზოგადოების წინაშე, როგორც სიძულვილის ელჩები, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს პროცესი უნდა შეჩერდეს.

„რატომ აკეთებენ ამას ევროპელი ელჩები და ევროპული ბიუროკრატია, არ ვიცი. ისინი პირდაპირ ახდენენ იმის ლუსტრაციას, რაზეც ძალიან ბევრი საუბრობდა მანამდე წლების განმავლობაში. რეალურად, დღეს, ქართველი ხალხის თვალში ევროპული ბიუროკრატია ასოცირდება რადიკალიზმთან, ძალადობასთან, დემოკრატიის უგულებელყოფასთან, ყველა ამ არასწორ განვითარებასთან, რასაც ვხედავთ ევროპული ბიუროკრატიის მხარეს. ეს პირდაპირ უარყოფითად აისახება, არა მარტო ევროპული ბიუროკრატიის, არამედ ევროკავშირის იმიჯსა და რეპუტაციაზე ჩვენი საზოგადოების თვალში. ეს პროცესი უნდა შეჩერდეს. ამისათვის, მნიშვნელოვანია, რომ ელჩები იქცეოდნენ, პირველ რიგში, კეთილსინდისიერად, ვენის კონვენციის შესაბამისად, არ აღვივებდნენ უხეშად, საზოგადოების თვალში, რადიკალიზმს, სიძულვილს ჩვენს ქვეყანაში. არ შეიძლება, ევროპელი ელჩები თავს წარმოაჩენდნენ ქართული საზოგადოების წინაშე, როგორც სიძულვილის ელჩები. დღეს ასეა. ელჩების დიდი ნაწილი, ქართული  საზოგადოების წინაშე საკუთარ თავს წარმოაჩენს, როგორც სიძულვილის ელჩი. ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა. ეს უარყოფითად აისახება ევროკავშირის იმიჯზე საქართველოში. ეს პროცესი უნდა შეჩერდეს“, –  განაცხადა პრემიერმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor