• February

    27

    2026
  • 99
  • 0
ირაკლი კობახიძე – აშკარაა, რომ საქართველოს მიმართ არის ორმაგი სტანდარტი და განსხვავებული ინტერესი, რომელიც არ არის მაგალითად მოლდოვის მიმართ, რის გამოც თავს გვესხმიან

ირაკლი კობახიძე – აშკარაა, რომ საქართველოს მიმართ არის ორმაგი სტანდარტი და განსხვავებული ინტერესი, რომელიც არ არის მაგალითად მოლდოვის მიმართ, რის გამოც თავს გვესხმიან

ზოგადად, ევროპას დღეს, მათ შორის დიდ ბრიტანეთს არ შეუწყვეტია ვაჭრობა რუსეთის ფედერაციასთან და ამ ვაჭრობის შედეგად საკმაოდ უხვად ამარაგებენ ისინი რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტს, რომელიც შემდეგ ხმარდება უკრაინაში წარმოებულ ომსაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ იმავე სანქციებთან მიერთების მოწოდების მხრივ, საქართველოს მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება და ინტერესი არსებობს, რის გამოც საქართველოს მიმართ ორმაგ სტანდარტს აქვს ადგილი.

„საქართველოზე როდესაც არის საუბარი, აქ ვხედავთ, რომ არის განსხვავებული დამოკიდებულება, მოწოდება სანქციების დაწესებასთან და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან უხეში ორმაგი სტანდარტი. ბუნებრივია, ეს ყველაფერზე მეტყველებს. სინამდვილეში, აშკარაა ის, რომ საქართველოს მიმართ არის განსხვავებული ინტერესი და ამ განსხვავებული ინტერესების გამო ისინი თავს ესხმიან საქართველოს. იგივე სანქციები რომ ავიღოთ, მოლდოვას არ დაუწესებია სანქციები რუსეთთან მიმართებით, არ არსებობს არცერთი კრიტიკული განცხადება, არცერთი, თუნდაც, ერთი ევროპარლამენტარის დონეზე, არ არსებობს არცერთი კრიტიკული განცხადება მოლდოვასთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც ჩვენ მოგვიძღვნეს ევროპარლამენტის რეზოლუციაც კი სანქციების დაწესების მოთხოვნით. არის არაერთი სხვა განცხადება, აქაც ჩანს ორმაგი სტანდარტი და განსხვავებული ინტერესი საქართველოს მიმართ, ის ინტერესი, რომელიც არ არის მაგალითად მოლდოვის მიმართ. სწორედ ამის გამო ესხმიან ისინი თავს საქართველოს. დიდი ბრიტანეთიც გამოირჩევა ასეთი ორმაგი სტანდარტით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor