• August

    19

    2024
  • 80
  • 0
ირაკლი კობახიძე ბახმაროში სახალხო სადღესასწაულო ღონისძიებებს და ტრადიციულ დოღს დაესწრო

ირაკლი კობახიძე ბახმაროში სახალხო სადღესასწაულო ღონისძიებებს და ტრადიციულ დოღს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, ბახმაროში სახალხო სადღესასწაულო ღონისძიებებს და ტრადიციულ დოღს დაესწრო, რომელიც ფერისცვალების დღესასწაულზე ყოველწლიურად იმართება.

მთავრობის მეთაურმა სახალხო დღესასწაულის სტუმრებსა და ადგილობრივებს ფერისცვალება მიულოცა.

„ძალიან მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად ვიზიარებ საზეიმო განწყობას. მინდა, მოგილოცოთ ფერისცვალება, ეს არაჩვეულებრივი დღესასწაული. ფარავდეს ამ დღის მადლი გურიას, ყველას ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ! გურიაში განსაკუთრებულად იციან ქვეყნის სიყვარული, მშვიდობის ფასი. აქ ყველაზე კარგად ესმით ასევე პოლიტიკა და ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია გურულებთან ურთიერთობა, ეს შემიძლია, თამამად გითხრათ. მიხარია, რომ დავესწარი დოღს, რომელსაც საუკუნოვანი ტრადიცია აქვს და ვულოცავ დოღში გამარჯვებულებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ადგილობრივებს და ბახმაროში შეკრებილ სტუმრებს სახალხო დღესასწაული მიულოცეს სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის რეგიონში გიორგი ურუშაძემ და ჩოხატაურის მერმა დავით შარაშიძემ.

მთავრობის მეთაურმა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა დაათვალიერა და გაესაუბრა მეწარმეებს, რომლებმაც მცირე ბიზნესი სახელმწიფოს მხარდაჭერით დაიწყეს.

სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებული გასართობი და კულტურული ღონისძიებები ბახმაროში მთელი დღის განმავლობაში გრძელდება.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor